გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება საქართველოსა და მსოფლიოზე
1757447142
რატი იონათამიშვილი კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აქტივისტების ქმედებებს პროვოკაციის მცდელობად აფასებს.
„ჩვენ ვიხილეთ გარედან დაფინანსებული ნაცტიტუშკებისა და ორკების გაუგონარი პროვოკაცია და ეს არის სწორედაც უსამშობლო ადამიანების სახე. მათ დაუკვეთეს სიძულვილი. ისინი ამ სიძულვილის გამოფრქვევისთვის მზად არიან ყველაფერი გააკეთონ. მაგრამ ფაქტია, რომ მათ პროვოკაციებს არავინ აჰყვება, ყველაფერს ექნება ძალიან ღირსეული და მკაცრი პასუხი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
აქციის მონაწილეები გუშინ ისევ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეიკრიბნენ. იყო შეურაცხმყოფელი შეძახილები და ცდილობდნენ ოფისში მყოფი ადამიანების პროვოცირებას. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საარჩევნო ბანერი. დაწყებულია გამოძიება. ტრადიციულად რადიკალთა დაჯგუფება დაუპირისპირდა მათთვის არასასურველი ტელევიზიის ჟურნალისტებს, მათ შორის ქრონიკის გადამღებ ჯგუფს.