პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ძალები საგანგებო რეჟიმში გადაიყვანეს

პოლონეთი

პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ძალები საგანგებო რეჟიმში გადაიყვანეს.

როგორც ტერიტორიული თავდაცვის ძალებში აცხადებენ, პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასა და სამძებრო-სამაშველო ჯგუფების განლაგებასთან დაკავშირებით ტერიტორიული თავდაცვის ძალების სამხედროებს დაუყოვნებლივი გამოძახების შესახებ მზადყოფნაზე აფრთხილებენ.

გამოძახების შემთხვევაში, ტერიტორიული თავდაცვის ძალები უნდა გამოცხადდნენ ექვსიდან 24 საათის განმავლობაში, აქედან მობილიზაციის ყველაზე მოკლე ვადა დაწესდა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში.

ტერიტორიული თავდაცვის ძალები მოუწოდებს მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და დრონების ფრაგმენტების აღმოჩენის შემთხვევაში, არ მიუახლოვდნენ მათ და მიმართონ პოლიციას.

პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში ქვეყნის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევაზე განაცხადეს. პოლონეთის არმიის ოპერაციული სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა დრონის ტიპის ობიექტებით“.