4 ოქტომბრის არჩევნებისთვის 16 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია უკვე დარეგისტრირდა - ცესკო

ცესკო

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის 16 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია უკვე დარეგისტრირდა. ამის შესახებ დღეს მედიასთან ცესკო-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ისაუბრა.

ასევე მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს არჩევნებში მონაწილე პირების გადამზადების პროცესი. ქვეყნის მასშტაბით უკვე გახსნილია 3051 უბანი, საიდანაც 2284-ზე ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიებით იქნება შესაძლებელი.