"საუბარი იყო გადარჩენა-არგადარჩენაზე, ფეხის ამპუტაციაც შეუძლებელი იყო..." - ცისანა სეფიაშვილი
1773252558
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმებამდე, ირანი ევროპისთვის ან შეერთებული შტატებისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
ხუთშაბათს, პოლონურ გაზეთ Rzeczpospolita-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში მან განაცხადა: „აშშ-სა და ისრაელს, ბუნებრივია, სიტუაციის საკუთარი შეფასება აქვთ, მაგრამ პირადად მე ვერ ვამჩნევდი უშუალო საფრთხეს აშშ-ის, ევროპის ან თუნდაც ისრაელისთვის“.
მან ასევე დასძინა, რომ „პრევენციული ომები ზოგჯერ შეიძლება გამართლებული იყოს“ და აღნიშნა, რომ ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ პრევენციულად რომ ებრძოლათ, „მსოფლიო ბევრ ტანჯვას გადაურჩებოდა“.
სიკორსკიმ ასევე განაცხადა, რომ ვარშავას ირანში ომში ჩართვის „არანაირი გეგმა არ აქვს“.
„ახლა ჩვენს საზღვართან ომია - აგრესიული რუსეთი იმპერიული სახელმწიფო იდეოლოგიით, რომელიც ჩვენს საჰაერო სივრცეში დრონებს გზავნის. ჩვენ აქაც, მეზობლად, საკმარისი საქმე გვაქვს“, - თქვა მან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე მინიშნებით.