განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
„ასოშიეითედ პრესის“ ცნობით, ტაილანდურმა პოლიციამ 33 წლის ქურდი, რომელიც ცნობილია მეტსახელად „ჯოჯო უკანონო“, ტაძარში, ჩინური ახალი წლის აღნიშვნის დროს დააკავა.
ქურდს ბრალი ედება ბანგკოკის პოლიციის უფროსის სახლიდან ქურდობაში, სადაც მან რამდენიმე ათსი დოლარის ღირებულების ნივთები მოიპარა, მათ შორის ბუდისტური არტეფაქტები და ორი 30 სანტიმეტრიანი ბუდას ქანდაკება.
პოლიციამ რამდენჯერმე სცადა ჯოჯოს დაკავება, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, ახალი წლის აღნიშვნის დროს ოფიცრებმა ჩასაფრება მოაწყვეს და ეჭვის თავიდან ასაცილებლად ლომის კოსტიუმებში გამოეწყვნენ.
ერთ-ერთმა ოფიცერმა კოსტიუმი მოულოდნელად გადაიძრო და ქურდი მიწაზე დააწვინა, რის შემდეგაც კოლეგამ დააკავა.
ჯოჯომ აღიარა, რომ ნარკოტიკებისა და აზარტული თამაშების მიზნით ქურდობას სჩადიოდა. მას ადრე ბრალი ედებოდა ქურდობასა და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებში.