რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინის მხარდაჭერა ვერ დაეყრდნობა აშშ-ის კონტრიბუციას. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის მიერ ბერლინში გამართულ შეხვედრაზე პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ უკრაინის სამომავალო მხარდაჭერა ვერ იქნება დამოკიდებული აშშ-ზე.
ელბრიჯ კოლბი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერა დიდწილად დაფუძნებული იყო აშშ-ის მარაგების შემცირებაზე და ეს მიდგომა მდგრადი აღარ არის.
„ევროპამ უნდა დააჩქაროს კონტინენტის ჩვეულებრივი შეიარაღებით დაცვის საკუთარ თავზე აღების პროცესი. ეს არჩევანი აღარ არის. ეს სტრატეგიული აუცილებლობაა“, – წერს კოლბი.
მისი თქმით, კიევის მხარდაჭერა არ უნდა იყოს დამოკიდებულია აშშ-ის მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე. მან მოუწოდა ევროპელ მოკავშირეებს, გაზარდონ დაფინანსება და შეიარაღების წარმოება.