ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
ევროკავშირმა ახალი წევრების მიღებისას უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს და 27-წევრიანი კლუბის გაფართოების მიმართულებით, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
„პოლკიტიკოს“ ინფრომაციით, ბრიუსელში, ევროკავშირის დიპლომატების ყოველწლიურ კონფერენციაზე, კალასმა აღნიშნა, რომ გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული უნდა დარჩეს, მაგრამ ამჟამინდელ კონტექსტში ევროკავშირმა ტემპი უნდა დააჩქაროს.
„გაფართოება რუსული იმპერიალიზმის ანტიდოტია და ნიშანი იმისა, რომ ისტორიაში ყველაზე ამბიციური მრავალმხრივი პროექტი, ევროკავშირი, აქ დარჩება, – განაცხადა კაია კალასმა.
გამოცემა წერს, რომ კალასის მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების უფრო სწრაფი ინტეგრაციისკენ მიმართული ძალისხმევა ევროკომისიასა და ეროვნულ დედაქალაქებს შორის დაძაბული დისკუსიებს იწვევს, რადგან ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ევროკავშირის სრაფად გაფართოების იდეას მხარს არ უჭერს.
„გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ბიორნ ზაიბერტის თანდასწრებით გამართულ სადილზე, ევროკავშირის ელჩებმა უარყვეს ახალი წევრების შეზღუდული პრივილეგიებით დაშვების შესაძლებლობა. კალასის სიტყვები მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს იმ აზრს, რომ გაფართოება არ არის უბრალოდ ბიუროკრატიული პროცესი, რომლითაც კანდიდატები აკმაყოფილებენ ევროკავშირის კრიტერიუმებს, არამედ გეოპოლიტიკური არჩევანია, როგორც ეს კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა“, – წერს „პოლიტიკო“.
გამოცემა წერს, რომ უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით საჯარო დებატების პერსპექტივა შემაშფოთებელია ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერისთვის, რომლებიც შიშობენ, რომ ამან შეიძლება, ულტრამემარჯვენე პარტიებს საბრძოლო მასალა მისცეს მომავალ წელს საფრანგეთში, ფინეთსა და სხვა ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებამდე.