POLITICO: ზელენსკი ჰორმუზის სრუტის განბლოკვაში დახმარებას სთავაზობს

ზელენსკი

უკრაინის წარმატებამ რუსეთის მიერ შავი ზღვის ბლოკადის გარღვევაში, ქვეყანას მისცა სასიცოცხლო მნიშვნელობის გამოცდილება ჰორმუზის სრუტის გახსნაში დასახმარებლად - განაცხადა ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

„ჩვენ წამოვჭერით ეს საკითხი, რადგან ის მტკივნეული და გადაუდებელია - როგორც ყველანი ვხედავთ, მთელი მსოფლიოსთვის. არსებობს ენერგეტიკული კრიზისი. მათ იციან, რომ შეუძლიათ დაეყრდნონ ჩვენს გამოცდილებას ამ სფეროში და ჩვენ ეს დეტალურად განვიხილეთ“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს ორშაბათს, WhatsApp-ის ჯგუფური ჩატის დროს, რითაც POLITICO-ს კითხვას უპასუხა.

„ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება შავი ზღვის დერეფანთან და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. მათ ესმით, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ძალიან ეფექტურები იყვნენ შავი ზღვის დერეფნის განბლოკვაში“, - დასძინა ზელენსკიმ.