Politico: უნგრეთი ჩეხეთსა და სლოვაკეთთან ერთად ანტიუკრაინული ალიანსის შექმნას გეგმავს

ორბანი

უნგრეთი ჩეხეთთან და სლოვაკეთთან ერთად ევროკავშირის შიგნით ანტიუკრაინული ალიანსის შექმნას გეგმას. ინფორმაციას Politico უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურ დირექტორზე ბალაშ ორბანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ეს იქნება ე.წ. ვიშეგრადის ოთხეულის განახლება, რომელშიც შედიოდნენ უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი.

Politico წერს, რომ შეთანხმების შემთხვევაში ვიშეგრადის ახალ ალიანსში ოთხის ნაცვლად, სამი წევრი იქნება, რადგან პოლონეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უკრაინის მხარდამჭერია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორბანთან რაიმე ალიანსში შევიდეს.