ოქრო ისევ გაძვირდა - რა ღირს ერთი გრამი საქართველოში
1772733416
უკრაინის იმედები ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ ბრიუსელში გამართულ ვახშამზე ჩაიფუშა, - წერს გამოცემა POLITICO.
ევროკავშირის ელჩებმა ურსულა ფონ დერ ლაიენის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს განუცხადეს, რომ წევრი ქვეყნები მხარს არ დაუჭერენ კომისიის სადავო წინადადებას „უკუგაფართოების“ შესახებ.
ამ წინააღმდეგობამ, ფაქტობრივად, წერტილი დაუსვა „ჯერ გაწევრიანება, შემდეგ ინტეგრაციის“ მოდელს, რომელსაც ევროკომისია იმ მიზნით ლობირებდა, რომ უკრაინა კავშირს 2027 წლისთვის შეერთებოდა.
„ეს კიდევ ერთი დარტყმაა კიევისთვის, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი ასევე ცდილობს გადაარჩინოს გადაუდებლად საჭირო ფინანსური დახმარების პაკეტი, რომლის ბედიც უნგრეთთან დაპირისპირების გამო გაურკვეველია“, - ნათქვამია სტატიაში.