პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
თეთრმა სახლმა ნატოს „კარგი“ და „ცუდი“ წევრების სია შეიმუშავა, რათა დაისაჯონ ის მოკავშირეები, რომლებმაც უარი თქვეს ირანთან ომის მხარდაჭერაზე. ამის შესახებ სტატიას Politico აქვეყნებს.
როგორც სააგენტო სამ ევროპელ დიპლომატსა და პენტაგონის ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, ნატოს „კარგი და ურჩი“ მოკავშირეების სია იმ ფონზე შეიმუშავეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ეძებს ნატოს ქვეყნების დასჯის გზებს, რომლებმაც ირანის წინააღმდეგ ომში მხარი არ დაუჭირეს.
როგორც Politico წერს, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი პრიორიტეტს მიანიჭებს თანამშრომლობას იმ მოკავშირეებთან, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ კოლექტიურ თავდაცვაში. გამოცემის ცნობით, წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, რომელ ქვეყნებს უწოდებს ვაშინგტონი ალიანსის „ცუდ წევრებს“.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051