ლელა კაკულია წინასწარმეტყველებას აქვეყნებს
1789762148
ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს, - წერს გამოცემა POLITICO.
გერმანია საავადმყოფოებს შესაძლო კონფლიქტისთვის ამზადებს, ლიეტუვამ ევაკუაციის გეგმები განაახლა, ნატოს ჯარები კი ბალტიის რეგიონში სწავლებებს ატარებენ. ამავდროულად, ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა ლიეტუვის საზღვართან მასშტაბური მანევრები წამოიწყეს.
ხუთშაბათს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა გააფრთხილა მოკავშირეები, რომ მოსკოვმა შესაძლოა უკრაინის მხარდამჭერი ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე დრონები ან რაკეტები „უახლოეს თვეებში“ გაუშვას.
ეს გაფრთხილებები ხაზს უსვამს ევროპაში მზარდ შფოთვას, რაც ბოლო თვეებში საჰაერო სივრცის დარღვევისა და დივერსიის მცდელობების გახშირებულმა შემთხვევებმა გამოიწვია.
ნატოს მოკავშირეები აღნიშნავენ, რომ ამ თავდასხმებს კრემლის მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერის შემცირების მიზნით განხორციელებულ ზეწოლად აღიქვამენ, თუმცა ესკალაციის შიშით მკვეთრი საპასუხო ნაბიჯებისგან თავს იკავებენ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარტიების ლიდერები და 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები პარასკევს გადაუდებელ შეხვედრაზე მიიწვია, რათა უკრაინისა და ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ასევე მზარდი ენერგეტიკული კრიზისი განეხილათ.
მან ტუსკის გაფრთხილებებს „დასაბუთებული და კარგად დოკუმენტირებული“ უწოდა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის ახალი გეგმა წარადგინა.
„ბოლო კვირებში რუსეთის მხრიდან ევროპელებსა და საფრანგეთზე მიმართული ჰიბრიდული საფრთხე გაძლიერდა“, - დასძინა მან.