1766172516
პიტერ სიიარტო ანდრეი სიბიგას: თქვენი გაზის იმპორტის 58% და ელექტროენერგიის იმპორტის 44% უნგრეთიდან მოდის, ცოტა უფრო მოკრძალებული უნდა იყოთ - არაერთხელ გითხარით, თქვენი ომი რუსეთთან, არ არის ჩვენი ომი
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, უკრაინელ კოლეგას, ანრეი სიბიგას მიმართავს, რომელმაც ვიქტორ ორბანს "ევროპაში რუსეთის ყველაზე ძვირფასი გაყინული აქტივი" უწოდა.
სიიარტო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ახსენებს, რომ მის ქვეყანაში გაზის 58% და ელექტროენერგიის 44% იმპორტი სწორედ უნგრეთიდან ხორციელდება და ურჩევს, რომ "ცოტა უფრო მოკრძალებული" იყოს. "ძვირფასო მინისტრო, შემიძლია შეგახსენოთ, რომ თქვენი გაზის იმპორტის 58% და ელექტროენერგიის იმპორტის 44% უნგრეთიდან მოდის. ცოტა უფრო მოკრძალებული უნდა იყოთ. მე არაერთხელ გითხარით, ამიტომ შემიძლია გავიმეორო: თქვენი ომი რუსეთთან არ არის ჩვენი ომი და ჩვენ არ ვართ მზად, უნგრელი ხალხის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დავაყენოთ." - წერს პიტერ სიიარტო X-ზე.
Dear Minister, may I remind you that 58% of your gas imports and 44% of your electricity imports are coming from Hungary. You should be a bit more modest. I told you many times, so may I repeat: your war with Russia is not our war, and we are not ready to put the security of the… https://t.co/LW2Sjz4l0K
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) December 19, 2025












