პიტ ჰეგსეტი უარყოფს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომი ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციას იწვევს

პიტ ჰეგსეტი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა უარყო კრიტიკა იმის შესახებ, რომ აშშ-მა და ისრაელმა რეგიონული არასტაბილურობა გამოიწვიეს და აღნიშნა, რომ „ეს სიმართლისგან ძალიან შორს არის“.

მან განაცხადა, რომ ქვეყნები, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი და საუდის არაბეთი, ამბობენ: „ჩვენ თქვენთან ერთად ვისვრით, თქვენთან ერთად ვიფრენთ და თქვენთან ერთად დავიცავთ [რეგიონს]“.

„ეს ამყარებს წინააღმდეგობის ერთიანობას“, - თქვა მან. - „მოსაზრება იმის შესახებ, რომ [ომი] ფართოვდება... სინამდვილეში, მრავალი თვალსაზრისით, პირიქით - ყველაფერი უფრო ნათელი და მარტივი ხდება“.