„განვლილმა მუნდიალმა უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა", - Athletic-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე
1786871805
აშშ-ში, გასაქირავებელი ცარიელი ბინის დალაგებისას, პაბლო პიკასოს ნამუშევარი მოულოდნელად იპოვეს.
როგორც მედია წერს, პიკასოს 30 ცნობილი გრაფიკული სერიიდან ერთ-ერთი "ტორერო" მილუოკის გალერეიდან 2018 წელს მოიპარეს.
1949 წელს შექმნილი ამ მეტალის ჭდობისთვის პიკასომ უნიკალური ტექნიკა გამოიყენა, ნამუშევარზე კი საკუთარი ხელმოწერა დატოვა. მილუოკის გალერეის მფლობელმა, ბილ დელინდმა განაცხადა, რომ 2018 წლის შემდეგ ფიქრობდა, რომ მოპარული ნამუშევარი სამუდამოდ დაკარგა, თუმცა, გასულ კვირას დელინდს პოლიციიდან დაურეკეს და სთხოვეს, ნამუშევარი ენახა, რომელიც ადგილობრივმა მესაკუთრემ ცარიელი ბინის დალაგებისას აღმოაჩინა.
ამერიკელმა გალერეის მფლობელმა მოპარული ნამუშევარი მაშინვე იცნო.
"შოკირებული ვიყავი და სიტყვებს ვეღარ ვპოულობდი. ეს წარმოუდგენელი მომენტი იყო", - განაცხადა მან.
გალერეის მფლობელმა დასძინა, რომ მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორი, რომელიც 2018 წლის თებერვალში გარდაიცვალა, ქურდობას ძალიან განიცდიდა. ქურდობიდან ყოველ მომდევნო წელს კაცი პოლიციაში რეკავდა და სთხოვდა, საქმის შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთხელ გაესაჯაროებინათ, რომ ძებნაში დახმარებოდნენ.
"ის აღფრთოვანებული იქნებოდა [ამ აღმოჩენით]. ეს ნამუშევარი მისთვის განსაკუთრებული იყო", - დასძინა დელინდმა.
ბინის მფლობელმა ტიმ დერცმა განაცხადა, რომ გამუშევარი კედელზე "უცნაურ" ადგილას იყო ჩამოკიდებული.
"ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს იქ ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო, რადგან ზემოდან სქელი მტვრის ფენა ჰქონდა", - აღნიშნა მამაკაცმა.
დერცმა ნამუშევარი მეგობარ ანტიკვარს აჩვენა, რომელმაც მასში პიკასოს ქმნილება ამოიცნო. ანაბეჭდი სამართალდამცავებს გადასცეს, რომლებმაც გალერეის მფლობელს თავად დაუკავშირდნენ.
ქურდობის წელს Torero-ს ღირებულება 35 000-დან 50 000 დოლარამდე შეფასდა.
დელინდის თქმით, მას შემდეგ ნამუშევრის ღირებულებას განსაკუთრებული ცვლილება არ განუცდია, თუმცა ამ ისტორიის ფონზე მისი ფასი შესაძლოა შეფასების ზედა ზღვართან ახლოს იყოს. ამჟამად ნამუშევარი ქალაქის პოლიციაში ინახება.
შეგახსენებთ, რომ ივნისში პარიზის გარეუბანში პიკასოს კიდევ ერთი მოპარული ტილო იპოვეს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 17 მილიონ დოლარად არის შეფასებული.