PHOTO - როგორი იყო და ახლა როგორ გამოიყურება მამაკაცი, რომელმაც 102 კილოგრამი დაიკლო

დიეტა

ამერიკელმა მამაკაცმა, რომელიც 227 კილოგრამს იწონიდა, ცხოვრების წესი შეცვალა და თითქმის წონის ნახევარი დაიკლო. წონაში დაკლების გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღო, რაც ექიმმა გააფრთხილა, რომ თუ არ დაიკლებდა, 50 წლამდეც ვერ იცოცხლებდა. ამის შესახებ Today იტყობინება.

31 წლის ბაიარ ბაიარსაიხანს დაბადებიდან ჭარბი წონა ჰქონდა. მამაკაცი ამბობს, რომ სულ ცდილობდა წონის დაკლებას, მაგრამ სასურველ შედეგს ვერასდროს მიაღწია. მამაკაცი მუდმივად გრძნობდა დაღლილობას. ის საქმეს მხოლოდ დამჯდარ მდგომარეობაში აკეთებდა, რადგან ფეხზე ცოტა ხნით დგომაც კი უჭირდა. მისი ზედმეტი წონის მიზეზი კი არასწორი კვება იყო: ბაიარსაიხანი კვირაში ორ-სამჯერ ჭამდა ფასტფუდს და უარს არც  ტკბილეულზე ამბობდა. 

2021 წლის იანვარში მამაკაცი ექიმთან წავიდა. მას დაუდგინდა მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტერინი და ტიპი 2 დიაბეტი. ექიმმა პაციენტი გააფრთხილა, რომ თუ ასე გააგრძელებდა, ამ დაავადებებით ის მალე დაიღუპებოდა.

შეშინებულმა მამაკაცმა გადაწყვიტა სერიოზულად შეეცვალა ცხოვრების წესი: კვებიდან ამოიღო შაქარი და ტკბილეული, დაიწყო ვარჯიში და შედეგად, მამაკაცმა ორ წელიწადში 104 კილოგრამი დაიკლო.

ბაიარსაიხანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არასდროს უგრძნია თავს უკეთესად, ვიდრე ახლა და თქვა, რომ წონის დაკლების შემდეგ მისი მეხსიერება გაუმჯობესდა. ახლა ის 122 კილოგრამს იწონის და 113 კილოგრამამდე დაკლებას აპირებს. მომავალში, მამაკაცს სურს გახდეს წონის დაკლების მწვრთნელი.