პეტერ მადიარი: გვსურს მივიღოთ გარანტია, რომ უკრაინაში მცხოვრები 100 000 უნგრელი კვლავ შეძლებს მშობლიური ენის გამოყენებას

პიტერ მადიარი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთის თანხმობა უკრაინისთვის მოლაპარაკებების კლასტერების გახსნაზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კიევი უზრუნველყოფს უკრაინაში უნგრელი ეროვნული უმცირესობის შესახებ 11 პირობის შესრულებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„სინამდვილეში, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გვსურს მივიღოთ გარანტია, რომ უკრაინაში მცხოვრები 100 000 უნგრელი კვლავ შეძლებს მშობლიური ენის გამოყენებას... სკოლაში, კულტურულ სფეროსა და ადმინისტრაციაში.

ჩვენ გვაქვს 11-პუნქტიანი წინადადება, რომელიც უკრაინის მთავრობისთვის ახალი არ არის. როგორც წესი, ის ეხება საგანმანათლებლო, კულტურულ და ენობრივ უფლებებს. ჩვენ ველოდებით, რომ უკრაინის მთავრობა შეასრულებს მას“, - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

მადიარმა განაცხადა, რომ „ამაში განსაკუთრებული არაფერია“, რადგან ევროპასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში უმცირესობებს „შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი მშობლიური ენა“.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა უზრუნველყოს გარანტიები თითოეული ამ პუნქტის შესრულებაზე.