„ეხება მომავალს 2028 წლამდე“ - გოგა მანიას მიმართვა
1779133530
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას ესაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც ის უკრაინაში უნგრელების უფლებებთან დაკავშირებით კიევისგან ელოდება.
მისივე თქმით, კოშტას აცნობა უკრაინასთან ტექნიკური კონსულტაციების დაწყების შესახებ, რომელიც იმიერკარპატების რეგიონში მცხოვრები უნგრელების ენობრივი, საგანმანათლებლო და კულტურული უფლებების იურიდიულ მხარდაჭერას ეხება.
„დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ტელეფონით ვაცნობე, რომ ჩვენ უკრაინულ მხარესთან ტექნიკურ დონეზე დავიწყეთ მოლაპარაკებები, რათა იმიერკარპატების რეგიონში უნგრელი უმცირესობების კანონიერი უფლებები იყოს გარანტირებული. პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ გუშინ უკრაინის პრეზიდენტისთვის ნათელი გახდა, ყველა შემდგომი ნაბიჯი უნგრელი უმცირესობების უფლებების პატივისცემით უნდა გადაიდგას“, – წერს მადიარი სოციალურ ქსელში.