ძალიან ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისგან შედგება
1767037889
პენტაგონმა კომპანია Boeing-ს 8.6 მილიარდი დოლარის კონტრაქტი გაუფორმა, რომ ისრაელისთვის F-15 საბრძოლო თვითმფრინავები დაამზადოს.
როგორც „როიტერი“ წერს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფლორიდაში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
პენტაგონის განცხადებით, კონტრაქტი მოიცავს 25 ახალი F-15IA თვითმფრინავის დიზაინს, ინტეგრაციას, ინსტრუმენტაციას, ტესტირებას, წარმოებას და მიწოდებას ისრაელის საჰაერო ძალებისთვის. გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს კიდევ 25 თვითმფრინავის დამატების შესაძლებლობას.