პედრო სანჩესი: ესპანეთი მხარს უჭერს ევროკომისიის წინადადებას ისრაელთან სავაჭრო პრივილეგიების შეჩერების შესახებ

პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ესპანეთი მხარს უჭერს ევროკომისიის წინადადებას ისრაელთან სავაჭრო პრივილეგიების შეჩერების შესახებ.

მისი თქმით, ისრაელის მთავრობა არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემის ვალდებულებასთან დაკაშირებულ მუხლს.

„წელიწადზე მეტია, ევროკომისიას ვთხოვთ, შეაჩეროს ევროკავშირსა და ისრაელს შორის სტრატეგიული ასოცირების შესახებ შეთანხმება, რადგან მიგვაჩნია, რომ ისრაელის მთავრობა არღვევდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მუხლს, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემის ვალდებულებას წარმოადგენს“, – განაცხადა პედრო სანჩესმა მადრიდში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ესპანეთის პოზიცია ღაზაში ადამიანის უფლებების საკითხიდან გამომდინარეობს.

ცნობისთვის, ევროკომისია გეგმავს, წარადგინოს კონკრეტული წინადადებები ისრაელის წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რომელთა შორისაც განიხილავენ ზოგიერთი სავაჭრო პრივილეგიის შეჩერებას.