პარიზის პოლიციის უფროსი - 10 სექტემბერს დაგეგმილი აქციების დროს პოლიცია ინფრასტრუქტურის ბლოკირებისა და შესაძლო საბოტაჟისთვის ემზადება

პარიზის პოლიციის უფროსი

პარიზის პოლიცია 10 სექტემბერს დაგეგმილი აქციების დროს ინფრასტრუქტურის ბლოკირებისა და შესაძლო საბოტაჟისთვის ემზადება, – ამის შესახებ განცხადება ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში პარიზის პოლიციის უფროსმა, ლორან ნიუნესმა გააკეთა.

„თვალსაჩინოა, რომ წრიული გზა იქნება სერიოზული თავდასხმების სამიზნე. ასევე ნავთობის ბაზები, ლოგისტიკური დეპოები, სარკინიგზო სადგურები, აეროპორტები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასე რომ, არსებობს რამდენიმე ობიექტი, რომელთა ბლოკირებასაც ისინი ითხოვენ და ჩვენ ველოდებით ამ ობიექტებზე სწრაფი ოპერაციების ჩატარებას. სავარაუდოდ ბევრი ადამიანი არ მიიღებს მონაწილეობას. მაგალითისთვის, ჩქაროსნული სარკინიგზო სადგურის დროებით ბლოკირებას სჭირდება სულ რამდენიმე ათეული ადამიანი. ეს თუ მოხდება, ჩვენ სისტემატურად ჩავერევით. ყველაზე საშიში, რასაც ველოდებით, არის საბოტაჟის აქტები და ზიანის მიყენება, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ასეთი რამ შესაძლებელია“, – განაცხადა პარიზის პოლიციის უფროსმა.

ცნობისთვის, ანტისამთავრობო მოძრაობა სახელწოდებით „მოდით, დავბლოკოთ ყველაფერი“ 10 სექტემბერს საფრანგეთში და მათ შორის პარიზში საპროტესტო აქციებს გეგმავს. ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ დღეს ქვეყნის მასშტაბით 80 000 ათასი სამართალდამცავი იქნება მობილიზებული.