პაკისტანში დარწმუნებულნი არიან, რომ ირანი აშშ-თან მოლაპარაკებებს დაესწრება - „როიტერი“

ირანი აშშ

პაკისტანში დარწმუნებულნი არიან, რომ ირანი აშშ-თან მოლაპარაკებებს დაესწრება, – ამის შესახებ პაკისტანელმა მაღალჩინოსანმა „როიტერს“ განუცხადა.

„ირანისგან დადებითი სიგნალი მივიღეთ. მდგომარეობა ცვალებადია,  მაგრამ ვცდილობთ, რომ ისინი აქ იყვნენ, როდესაც მოლაპარაკებებს ხვალ ან ზეგ დავიწყებთ“, – განუცხადა გამოცემას წყარომ.

პაკისტანის წარმომადგენლის თქმით, ისინი აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს როგორც თეირანთან, ასევე ვაშინგტონთან.

ცნობისთვის, მანამდე ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, აშშ-თან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გეგმა თეირანს არ აქვს. გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა. ამ ფაქტმა თეირანის მხრიდან მწვავე რეაქცია გამოიწვია.