რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1775850881
იმ ფონზე, როდესაც ისლამაბადში ირანსა და აშშ-ს შორის პაკისტანის შუამავლობით დაგეგმილი მოლაპარაკებები ახლოვდება, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა პარასკევს ქვეყანას ტელევიზიით მიმართა.
„ეს გადამწყვეტი მომენტია“, - განაცხადა შარიფმა. „ყველას გთხოვთ, ილოცოთ, რათა ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს, უამრავი სიცოცხლე გადარჩეს და სამყარომ მშვიდობა იხილოს“.
შარიფმა შეაქო პაკისტანის არმიის სარდალი, ფელდმარშალი ასიმ მუნირი - აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირე - და საგარეო საქმეთა მინისტრი იშაკ დარი „ომის ალმოდებული ცეცხლის ჩაქრობისთვის“.
პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ხვალ, „ღვთის ნებით“, მოლაპარაკებებზე პაკისტანში როგორც აშშ-ის, ისე ირანის ხელმძღვანელობა იქნება წარმოდგენილი.
„პაკისტანის ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების უზრუნველსაყოფად“, - თქვა შარიფმა. „ეს ყველაფერი ღვთის ხელშია“.