პაკისტანი და ავღანეთის „თალიბანი“ 48-საათიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

პაკისტანი და ავღანეთის „თალიბანი

პაკისტანი და ავღანეთის „თალიბანი“ 48-საათიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, შეთანხმება ადგილობრივი დროით 18:00 საათზე შევიდა ძალაში. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

„პაკისტანი და ავღანეთი გულწრფელ ძალისხმევას გამოიჩენენ, რათა დიალოგის გზით იპოვონ რთული, მაგრამ პოზიტიური გადაწყვეტა“, – ნათქვამია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, პაკისტანსა და ავღანეთს შორის შეტაკებები 11 ოქტომბერს დაიწყო. საუდის არაბეთისა და კატარის შუამავლობის შედეგად, დაპირისპირება დროებით შეწყდა, თუმცა პაკისტანსა და ავღანეთს შორის ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაიხურა. მხარეებს შორის დაპირისპირება დღეს დილით განახლდა. მედიის ცნობით, შეტაკებებს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა.