1765779758
ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები - მედიის ცნობით, ცნობილი რეჟისორის მკვლელობაში შვილია ეჭვმიტანილი
ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი რობ რაინერი და მისი მეუღლე მიშელი საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. 78 წლის რაინერის და მისი 68 წლის მეუღლის ცხედრები 14 დეკემბერს აღმოაჩინეს.
როგორც მედია წერს, საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი მათი ვაჟი ნიკია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ნარკოდამოკიდებული იყო. გავრცელებული ცნობით, ნიკი პოლიციამ დაკითხა, ის არ დაუკავებიათ.
ლოს ანჯელესის მერმა, კარენ ბასმა რაინერის გარდაცვალებას ლოს ანჯელესისა და ქვეყნისთვის „გამანადგურებელი დანაკარგი უწოდა.
რაინერის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: „როცა ჰარი შეხვდა სალის“, „უძინარნი სიეტლში“, „პატარძალი პრინცესა“ და სხვა. რაინერი, ამასთან, წარმატებული საპროდიუსერო კომპანიის, Castle Rock Entertainment-ის თანადამფუძნებელიც იყო.











