ორი თავდამსხმელი განეიტრალებულია - ბოლო ცნობები თურქეთში მომხდარ ტერაქტზე

ტერაქტი ანკარაში

თურქეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.

იერლიკაიამ ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დგას.

„დაღუპულთა ვინაობასა და სხვა მტკიცებულებებს გავასაჯაროებთ, როგორც კი დადასტურდება“, – განაცხადა მინისტრმა.

ანკარაში ავიაკოსმოსურ კომპანია TUSAŞ-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია ხუთი და დაშავებულია 14 ადამიანი. როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ორი თავდამსხმელი განეიტრალებულია. თურქეთი მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს.