19 წლის ბიჭი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1746606065
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს უნგრეთში „უკრაინისადმი მეგობრული“ მთავრობის ხილვა, მაგრამ ეს არ მოხდება.
უნგრეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ უკრაინამ ბრიუსელთან მიაღწია შეთანხმებას „ევროკავშირში მისი გაწევრიანების დაჩქარების“ შესახებ და ახლა ელოდება, რომ უნგრეთი ამას დაამტკიცებს.
„ზელენსკის სურს უნგრეთში უკრაინისადმი მეგობრული მთავრობის ხილვა. ისინი, ვინც ბრიუსელის აგენტები არიან, ასევე ზელენსკის მეგობრები არიან“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
„არასდროს იქნება ისეთი სიტუაცია, როდესაც კიევი ან ბრიუსელი უკარნახებენ უნგრელებს, როგორ განახორციელონ სუვერენიტეტის კანონიერი უფლება“, - დასძინა მან.