„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
ერთადერთი ადამიანი, ვისაც რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარება შეუძლია, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
„ჩვენ პრეზიდენტ ტრამპის მადლიერნი უნდა ვიყოთ იმის გამო, რომ მან ამერიკულ ადმინისტრაციას ჩაუდგა სათავეში. მან ჯერ კიდევ მშვიდობას არ მიაღწია, სამწუხაროდ, რადგან ოფისს იანვრიდან იკავებს. მაგრამ, ბაიდენი რომ დარჩენილიყო, ან ოფისში ქალბატონი სახელად ჰარისი რომ შესულიყო, მჯერა, რომ ჩვენ უკვე მსოფლიო ომში ვიქნებოდით. ამასთან ერთად, ის ფაქტი, რომ ჩვენ მსოფლიო ომში არ ვიმყოფებით, უკვე კარგია. ამიტომაც, მგონია, რომ ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ამერიკელებსა და ამერიკის პრეზიდენტს. ადამიანებმა მის შესახებ, შეიძლება, ბევრი რამ იფიქრონ, მაგრამ ერთი რამ ნათელია: ის მშვიდობის ადამიანია. მას ალბათ იმიტომ, რომ ის ქრისტიანია, ან ბიზნესმენია სჯერა, რომ ომი ცუდია და უაზრობაა“, - თქვა ორბანმა.