"სექსუალურ კავშირს ჩვენს თვალწინ ამყარებდნენ... " - ძალადობის მსხვერპლი ბიჭის შემზარავი ამბავი
1744528145
ოპერაციის შემდეგ თურქ კაცს მშობლიური ენა დაავიწყდა და დანიურად დაიწყო საუბარი.
Anadolu-ს ინფორმაციით, 67 წლის რაჰმი კარადემირს ოპერაცია გასულ კვირას ჩაუტარდა. ორი დღის შემდეგ პაციენტს სერიოზული გართულებები განუვითარდა - მარჯვენა კიდურების დამბლა და მეტყველების დაკარგვა. სამედიცინო გამოკვლევით გამოვლინდა თავის ტვინის არტერიის თრომბოზი. თრომბის ამოღების შემდეგ, კარადემირის ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ: მას მხოლოდ დანიურად შეეძლო საუბარი, მთლიანად დაკარგა თურქულად საუბრის უნარი.
გამოცემა წერს იმასაც, რომ რაჰმი კარადემირი დანიაში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, თუმცა ამ ენაზე მას წლებია არ უსაუბრია.