ომის შემდგომი აღდგენის შეთანხმებაზე შეერთებულ შტატებთან მეტი მუშაობაა საჭირო - ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის შემდგომი აღდგენის შეთანხმებაზე შეერთებულ შტატებთან მეტი მუშაობაა საჭირო.

„ამერიკულ მხარესთან მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს მოლაპარაკებებში მათი კონსტრუქციული მიდგომისთვის“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ, თავის მხრივ, უკრაინული მხარეც განაგრძობს აქტიურად მუშაობას.

„ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივაღწიოთ შედეგებს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.