„როცა ფულს გასცემთ, გულში თქვით...“ - თუ ფულს ხშირად გასცემთ, ეს უნდა იცოდეთ
1767712740
ნიუ-იორკში ნიკოლას მადუროს სასამართლო პროცესი დაიწყო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ვენესუელის გადაყენებული პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი მოსამართლე ალვინ ჰელერშტეინის წინაშე წარდგნენ.
ნარკოტერორიზმი, კოკაინის იმპორტი, იარაღის შენახვა და ამ იარაღის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამოყენება - ამ დანაშაულებში მხილებული ცოლ-ქმარი ბრუკლინის ციხიდან სასამართლოში თვითმფრინავით, შემდეგ კი სამხედრო ჯავშანტექნიკით გადაიყვანეს. მადუროების პირველ სასამართლო პროცესს ელვინ ჰელერშტაინი უხელმძღვანელებს. 92 წლის მოსამართლეს, წარსულში, განხილული აქვს ისეთი საქმეები, როგორიცაა - 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი. სწორედ ამიტომ, მას შტატებში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ, ავტორიტეტულ და კვალიფიციურ მსაჯულად მიიჩნევენ.
პროცესზე მადუროს Wikileaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ადვოკატი, ბარი პოლაკი წარმოადგენს.
სასამართლოს წინ მადუროს როგორც მხარდამჭერები, ასევე, მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სპეციალური სამხედრო ოპერაცია ვენესუელის ტერიტორიაზე 3 იანვარს განახორციელა. ნახევარი საათის განმავლობაში კარაკასსა და მის ფარგლებს გარეთ, 7 სტრატეგიული ობიექტი დაიბომბა. ამერიკულმა სპეციალური დანიშნულების რაზმმა "დელტამ" პრეზიდენტი მადურო მის ცოლთან ერთად აიყვანა და ისინი ნიუ იორკში ამერიკულ სასამართლოს გადასცა.