ცნობილია, რა სიმპტომები ჰქონდა ქალს, რომელიც ნიპას ვირუსით გარდაიცვალა
1770667429
ნიუ იორკში ძლიერი ყინვის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ნიუ იორკის მერი ზოჰრან მამდანი აცხადებს.
მამდანის თქმით, შაბათ-კვირას ნიუ იორკში ყველაზე ცივი და საშიში ტემპერატურა დაფიქსირდა.
როგორც ნიუ იორკის მერმა აღნიშნა, 1 400 ადამიანი თავშესაფრებშია გადაყვანილი.
„ჩვენს ქალაქში ანტარქტიდის ზოგიერთ ნაწილზე უფრო დაბალი ტემპერატურა იყო. დაღუპულთა საერთო რაოდენობა ამჟამად არის 18. ყოველი დაკარგული სიცოცხლე ტრაგედიაა. ვიდრე ტემპერატურა მოიმატებს, გთხოვთ ამ ოთახსა და მის გარეთ მყოფებს, გააგრძელოთ უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება. იყავით უსაფრთხოდ, დარჩით სახლში და გთხოვთ, გავაგრძელოთ ერთმანეთზე ზრუნვა“, – განაცხადა მამდანიმ.