ნიუ იორკში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

jo

ნიუ იორკში ძლიერი წვიმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, შეფერხებულია ფრენები.

ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა განაცხადა, რომ ძლიერი წვიმის თანმხლებმა შტორმებმა ფრენები შეაფერხა, ზოგიერთი აეროპორტი დროებით დახურულია.

„ჩვენ განადგურებულები ვართ, ძლიერი წვიმის შედეგად ნიუ-იორკში ორი ადამიანი დაიღუპა, მათი სიკვდილი ტრაგედიაა“, – წერს ადამსი.

მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მოსახლეობა ზოგიერთ რაიონში წყალდიდობის შესახებ გააფრთხილა.