ზაზა თელია ასახელებს საუკეთესო ზეთს, საკვების მოსამზადებლად
1760459135
„ნიუ იორკ თაიმსი“, „ასოშიეთედ პრესი“, „ვაშინგტონ პოსტი“, „როიტერი“ და „ნიუსმაქსი“ უარს აცხადებენ პენტაგონის ახალი წესების შესრულებაზე, რომლებიც ჟურნალისტების მუშაობას ზღუდავს.
გამოცემების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ არ მოაწერენ ხელს პენტაგონში პრესის მუშაობის ახალი წესების შესახებ დოკუმენტს.
საუბარია ომის დეპარტამენტის ახალ მოთხოვნებზე, რომლებიც ჟურნალისტებს სექტემბრის ბოლოს გაუგზავნეს. ახალი წესები ჟურნალისტებს უკრძალავს თანმხლები პირისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე პენგატონის შენობის დიდ ნაწილში გადაადგილებას. ამასთან, თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს უფლება ეძლევა, ჩამოართვას ჟურნალისტებს აკრედიტაცია, თუ ისინი საიდუმლო ინფორმაციას მოითხოვენ, რომლის გამოქვეყნებაც არ არის ნებადართული.
სააგენტო „როიტერი“ აცხადებს, რომ ახალი წესები ძირს უთხრის ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებსაც ჟურნალისტები მუშაობის დროს იცავენ. ესენია პრესის თავისუფლება, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება.
„ნიუ იორკ თაიმსში“ აღნიშნეს, რომ ჟურნალისტები არ მოაწერენ ხელს ახალ რეგლამენტს, რომლითაც რეპორტიორები შესაძლოა,უბრალო ინფორმაციის შეგროვების გამო დასაჯონ. ჟურნალისტების განცხადებით, ამერიკელი გადასახადების გადამხდელები ყოველწლიურად 1 ტრილიონ დოლარს უხდიან აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს და მათ აქვთ უფლება, იცოდნენ, როგორ მუშაობს მთავრობა და შეიარაღებული ძალები.
თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეტმა „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა ე.წ. ემოჯით, რომელიც დამშვიდობების ნიშნად ხელს აქნევს. ჰეგსეტის თქმით, პენტაგონთან წვდომა პრივილეგიაა და არა უფლება.
„აი, ინსტრუქცია პრესის აკრედიტაციისთვის განსაკუთრებით სულელებისთვის: პრესა მეტად არ ისეირნებს თავისუფლად. პრესამ უნდა ატაროს ბეიჯი, აკრედიტებულ ჟურნალისტებს მეტად აღარ ექნებათ უფლება, წააქეზოს ვინმე დანაშაულებრივი ქმედებებისკენ. ამიერიდან, პენტაგონში მოქმედებს ისეთივე წესები, როგორც აშშ-ის ყველა სამხედრო ობიექტზე“, – განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.