მადაგასკარზე სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ ძალაუფლება სამხედრო საბჭოს კონტროლქვეშ გადავიდა

მადაგასკარი

მადაგასკარზე სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ ძალაუფლება სამხედრო საბჭოს კონტროლქვეშ გადავიდა, რომელშიც შევიდნენ არმიის, ჟანდარმერიისა და ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მადაგასკარის პრეზიდენტი, ანდრი რაძუელინა საზღვარგარეთ გაიქცა.

„ჩვენ ავიღეთ ძალაუფლება ხელში“, - განაცხადა ეროვნული რადიოს ეთერში პოლკოვნიკმა მაიკლ რანდრიანირინამ.

ქვეყანაში კონსტიტუციის მოქმედება შეჩერებულია. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, გარდა მადაგასკარის პარლამენტის ქვედა პალატისა, დაითხოვეს.

ძალაუფლების სამხედროებისთვის გადაცემის გამოცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დეპუტატებმა კენჭი უყარეს პრეზიდენტ რაძუელინას თანამდებობიდან გადაყენებას.