ნიკოლა სარკოზი დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა

ჯკ

 საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე ელისეს სასახლეში მოქმედ პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

შეხვედრის შესახებ ცნობები წინასწარ არ გავრცელებულა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროში დღეს უნდა გამოცხადდეს, სადაც მან ხუთწლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დარჩება სარკოზი ციხეში. ადვოკატები სასამართლოს წესით მის გათავისუფლებას ითხოვენ. სააპელაციო სასამართლოს საქმის შესასწავლად ორთვიანი ვადა აქვს.

ცნობისთვის, სარკოზი 2007 წელს ლიბიის მიერ მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ცნეს დამნაშავედ. გამოძიების თანახმად, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი სარკოზის საარჩევნო კამპანიას ფარულად აფინანსებდა და მას მილიონობით ევრო გამოუყო. ფული პარიზში მალულად ჩემოდნებით იგზავნებოდა.