ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

სარკოზი

ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს. დღეიდან ის 5-წლიანი სასჯელის მოხდას იწყებს, რომელიც სასამართლომ ლიბიიდან საარჩევნო კამპანიის თანხების მოზიდვისთვის შეუფარდა. 

როგორც სასამართლომ დაადგინა, 2007 წელს, მან საკუთარ მოკავშირეებს უფლება მისცა, მოამარ კადაფის რეჟიმისგან ფინანსური მხარდაჭერა მიეღოთ. თავად სარკოზი ბრალს არ აღიარებს. 

სარკოზი სახლიდან ცოლთან, კარლა ბრუნისთან ერთად გამოვიდა და პოლიციის მანქანაში ჩაჯდა. მის სახლთან დილიდან შეკრებილები იყვნენ ექსპრეზიდენტის მომხრეები, რომლებმაც ის მხარდამჭერი შეძახილებითა და ტაშით გააცილეს.

"ნიკოლა" -| სკანდირებდნენ მოქალაქეები.