ემანუელ მაკრონი სლოვენიაში ჩავიდა

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხმელთაშუა ზღვის ცხრა ქვეყნის ჯგუფის (Med9) სამიტის ფარგლებში სლოვენიაში ჩავიდა.

ემანუელ მაკრონი სლოვენიის პრეზიდენტმა, ნატაშა პირც მუსარმა საპრეზიდენტო სასახლეში მიიღო.

„როიტერის“ ინფორმაციით, ლიდერების მოლაპარაკება კლიმატის ცვლილებას, მიგრაციას და ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობას ეხებოდა.

ხმელთაშუა ზღვის ცხრა ქვეყნის ჯგუფი ევროკავშირსა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მიმდინარე საკითხებზე უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.

ჯგუფი 2013 წელს დაარსდა და რეგულარულად მართავს სამიტებს მნიშვნელოვან საკითხებზე.