ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი ტომოგრაფიის შესახებ მიმართვას ავრცელებს
1768757665
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ დამფუძნებელ წევრად შესვლის მიწვევა მიიღო.
ამის შესახებ სომხეთის პრემიერის პრესმდივანმა გაავრცელა განცხადება.
„პრემიერ-მინისტრმა მიიღო წინადადება სიყვარულითა და პასუხისმგებლობით, დაადასტურა რა სომხეთის ერთგულება მშშვიდობის ხელშეწყობის საქმისადმი“, – წერს სოციალურ ქსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმიდვანი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტრამპმა საბჭოში მიწვევა გაუგზავნა არგენტინის, კანადის, გერმანიის, ფინეთის, ისრაელის, რუსეთის, უნგრეთისა და ბელარუსის ლიდერებს.