ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება შეაფასა

ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, თეთრ სახლში მას, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და აზერბაიჯანის ლიდერს, ილჰამ ალიევს შორის ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად ბაქოსა და ერევანს შორის მშვიდობა დამყარდა.

„ის, რაც მოხდა დღეს - ისტორიული მოვლენაა. მე უკვე რამდენიმე თვეა, ვლაპარაკობ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი არ იქნება, იქნება მშვიდობა. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობა დამყარდა და ის ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში დამყარდა“, - თქვა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, გუშინ ვაშინგტონში, თეთრ სახლში ტრამპმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო დეკლარაციას.