რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764
ცესკო-ს განკარგულების თანახმად, 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის ნომერი 4 მიენიჭა პოლიტიკურ სუბიექტ „ქართველ ერთობას“, ნომერი 5 კი სუბიექტს „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“. მანამდე ნომერი 4 ეკუთვნოდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, ნომერი 5 კი „ნაციონალურ მოძრაობას“.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრების განსაზღვრის შესახებ ცესკო-ს განკარგულების მიხედვით, პოლიტიკურ სუბიექტებს მიენიჭათ შემდეგი საარჩევნო ნომრები:
№1 – „მამული, ენა, სარწმუნოება“
№2 – „დემოკრატთა ალიანსი“
№3 – „კონსერვატორები საქართველოსთვის“
№4 – ქართველ ერთობა
№5 -„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
№6 – „მესამე გზა“
№7 – „თავისუფალი საქართველო“
№8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
№9 – ძლიერი საქართველო – ლელო
№10 − „მემარცხენე ალიანსი“
№11 –„საქართველო“
№12 – მწვანეთა პარტია
№13 –„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
№14− „სახალხო ხელისუფლება“
№25 − „გახარია საქართველოსთვის“
№36 – გირჩი
№41 – ქართული ოცნება
ცნობისთვის, ცესკო-ში განაცხადეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი არ გააკეთეს, რის გამოც საარჩევნო ნომრები არ შეუნარჩუნდათ.