1692302192
ნიუ დელიში ძლიერი წვიმის შედეგად შენობის კედელი ჩამოინგრა, სულ მცირე, შვიდი ადამიანია დაღუპული

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში ძლიერი წვიმის შედეგად შენობის კედელი ჩამოინგრა, არიან დაღუპულები, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც მედია იუწყება, დაღუპულია, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია.
დატბორილია ქუჩები და სახლები.
ინდოეთის დედაქალაქში შეფერხებულია მოძრაობა.