ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში აფეთქებამ ძლიერი ხანძარი გამოიწვია

ff

მასშტაბური ხანძარი ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში. ქალაქის ცენტრში ცეცხლის გავრცელებას წინ აფეთქება უძღოდა. ჩამონგრეულია რამდენიმე შენობა. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია ოთხი ადამიანი.

ადგილზე სამაშველო-გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი პრესა არ გამორიცხავს, რომ დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი აფეთქების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია. მიმდინარეობს ძიება.