FBI 100 000 დოლარს სთავაზობს მათ, ვინც ბიუროს რამდენიმე ავტომობილის დამზიანებლის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის

FBI

ჯილდო ვანდალების მხილების სანაცვლოდ - შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო 100 000 დოლარს სთავაზობს მათ, ვინც ბიუროს კუთვნილი რამდენიმე ავტომობილის დამზიანებლის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

საუბარია მინეაპოლისში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც უსაფრთხოების ოფიცერმა გაქცევის მცდელობისას ვენესუელელი მიგრანტი დაჭრა.

უწყების თანამშრომლების ადგილზე მუშაობისას, რამდენიმე პირმა FBI-ს მანქანები გაძარცვა და დააზიანა.

"თუ თქვენ ზიანს მიაყენებთ სამართალდამცველებს, გაანადგურებთ ფედერალურ საკუთრებას, FBI დაუყოვნებლივ დაიწყებს დევნას, გიპოვით და კანონის სრული სიმკაცრით გაგებინებთ პასუხს", - წერს უწყების ხელმძღვანელი კაშ პატელი სოციალურ ქსელში.