ინდოელი წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლისთვის
1768509071
პედოფილს, რომელიც Tiktok-ის გამოყენებით მცირეწლოვანზე სექსუალურად ძალადობდა, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „საფარი“ ავრცელებს.
„დღეს, 15 იანვარს, პედოფილი დამნაშავედ ცნეს წარდგენილ ბრალდებაში, რაც 14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებას გულისხმობდა. მას სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ ტიკტოკის პლატფორმაზე პირი არაიდენტიფიცირებადი იყო, თუმცა შევძელით მისი მონაცემების მოპოვება და დავადგინეთ პირის ვინაობა. ამის შემდეგ, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დადგინდა, რომ პირი არის სრულწლოვანი და 21 მაისს, მას პატიმრობა შეეფარდა“, - წერს ორგანიზაცია სოციალურ ქსელში.