ნიდერლანდების მთავარ აეროპორტში ასაფრენი ზოლი დროებით დაიხურა - რა ინფორმაცია ვრცელდება

4 მლნ-ზე მეტი მგზავრი და 28%-იანი ზრდა - როგორია საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადის სტატისტიკა

ნიდერლანდების მთავარ აეროპორტ „სხიპჰოლში“ ასაფრენი ზოლი დროებით დაიხურა მას შემდეგ, რაც უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს.

სამართალდამცავი უწყებების განაცხადებით, დრონის მოსაძებნად პოლიციის რამდენიმე ჯგუფი გაიგზავნა. გამოიყენეს ვერტმფრენიც, თუმცა ვერც დრონი და ვერც მისი ოპერატორი ვერ იპოვეს.

პოლიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დრონის გამო აეროპორტის ასაფრენი ზოლის დახურვა ძალიან იშვიათად ხდება. 45 წუთის განმავლობაში ყველა თვითმფრინავი სხვა ასაფრენ ზოლზე გადაამისამართეს, შემდეგ კი აეროპორტში შეზღუდვები მოიხსნა.

ცნობისთვის, დრონების აფრენა „სხიპჰოლის“ აეროპორტზე და მის გარშემო აკრძალულია, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ავიაციას. მიმდინარე წელს ნიდერლანდების აეროპორტებში უკვე 22 შეტყობინება შევიდა სავარაუდო დრონების დაფიქსირების შესახებ.