1750119344
ნეთანიაჰუ ისრაელის მიერ ხამენეის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს

სატელევიზიო არხ ABC-სთან ინტერვიუში ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია არ გამორიცხა.
"ჩვენ გვაქვს ნახევარსაუკუნოვანი კონფლიქტი, რომელსაც ეს რეჟიმი კვებავს, ატერორებს ყველას ახლო აღმოსავლეთში, დაბომბილი აქვს საუდის არაბეთის ნავთობის საბადოები, ყველგან ავრცელებს ტერორიზმსა და არეულობას". - თქვა ნეთანიაჰუმ ABC-ის ეთერში.
კითხვაზე აპირებს თუ არა ისრაელი მიზანში ამოიღოს ირანის ლიდერი, პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ისრაელი "აკეთებს ყველაფერს რის გაკეთებაც საჭიროა".
"არ მინდა დეტალებში შესვლა, ჩვენ მიზანში ამოვიღეთ მათი მეცნიერები, რომლებიც ბირთვულ იარაღზე მუშაობდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჰიტლერის ბირთვული გუნდია".
ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის მხარდაჭერა აშშ-ს ინტერესებში შედის.
"დღეს, ეს თელ-ავივია. ხვალ ნიუ-იორკი იქნება. მესმის რომ "ამერიკა უპირველეს ყოვლისა". არ მესმის რას ნიშნავს "სიკვდილი ამერიკას". სწორედ ეს უნდა ამ ხალხს, ისინი გაიძახიან "სიკვდილი ამერიკას". აქედან გამომდინარე ვაკეთებთ რაღაცას, რაც კაცობრიობას წაადგება, ეს არის კეთილის ბრძოლა ბოროტის წინააღმდეგ".