1746733863
ნეპალელი ბიჭი, რომელმაც TikTok დაიპყრო - როგორ შეიცვალა აშოკ დარჯის ცხოვრება

არავის უკვირს, რომ სოციალური ქსელები უცნობი ადამიანების დიდებისკენ სვლისთის სწრაფ მაგისტრალად იქცა. სწორედ ამ მაგისტრალს მიუყვება ნეპალელი ბიჭი, აშოკ დარჯი, რომელიც პოპულარული ვირუსულად გავრცელებული ვიდეოთი გახდა. თუმცა, აშოკის ისტორია ამ ვიდეოთი სულაც არ დაწყებულა.
აშოკ დარჯი ნეპალის ღარიბ სოფელში დაიბადა და ოჯახისთვის ცოტაოდენი ფული შესაგროვებლად, ბავშვობიდან ქუჩაში მღეროდა. მოგვიანებით ის მუსიკოსმა ტანკა ბუდათოკიმ შენიშნა. ამის შემდეგ აშოკის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა: მას შანსი მიეცა, პროფესიონალურად ჩაეწერა სიმღერები და თავისი ნიჭი ფართო აუდიტორიისთვის ეჩვენებინა.
აშოკმა მალევე გამოსცა თავისი პირველი ჰიტი Man Bina Ko Dhan Thulo Ki, რომელმაც YouTube-ზე დიდი პოპულარობა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ პოპულარობამ დროებით შეცვალა აშოკის ცხოვრება. როგორც ამბობენ, ცოტა ხანში მას ტანკა ბუდათოკისთან კონფლიქტი მოუვიდა და აშოკი კვლავ სიღარიბეში დაბრუნდა.
მისი სიმღერები გულწრფელობითა და ბავშვური ემოციებით გამოირჩევა, რაც მსმენელს ძალიან მოსწონს. ალბათ ამიტომაც გავრცელდა ვირუსულად ვიდეო, რომელშიც აშოკი Kutu Ma Kutu-ს ასრულებს.
Kutu Ma Kutu ნეპალური ფილმის საუნდტრეკია. ფილმი 2017 წელს გამოვიდა და ნეპალში და მის ფარგლებს გარეთ ნამდვილ ფენომენად იქცა.
სწორედ ამ ჰიტს ასრულებს აშოკ დარჯი ერთ-ერთ TikTok ვიდეოში, რომელმაც დიდი ყურადღება მიიპყრო. TikTok-ზე გავრცელებულ ვიდეოში აშოკი ისევ იმ გულწრფელობით მღერის, რომლითაც პირველად დაამახსოვრა ხალხს თავი — მღერის ისე, თითქოს ვერც კი ამჩნევს, რომ მსოფლიოში ათასობით ადამიანი უყურებს.
@gen.ninetys Kutuma Kutu by Ashok Darji. Probably this is the first viral video of him.
♬ original sound - Gen 90's✅
ცნობისთვის, "Kutu Ma Kutu" სიტყვასიტყვით რაიმე კონკრეტულს არ ნიშნავს. სიტყვათშეთანხმება ნეპალურ ფოლკლორში ეგზოტიკურად ჟღერადი ფრაზაა, რომელიც სიმღერაში ყურადღების მისაქცევად და ემოციური განწყობის შესაქმნელად გამოიყენება. იგი სიყვარულითა და ხალისით სავსე სიმღერას დასამახსოვრებელ ჟღერადობას სძენს.
Kutu Ma Kutu-ს ვირუსული გავრცელება ახალგაზრდა მომღერლის ისტორიის მხოლოდ ერთ-ერთი ეპიზოდია. აშოკი სიმბოლოა იმისა, რომ ნიჭი, მუსიკისადმი სიყვარული და გულისხმიერი შესრულება ნებისმიერ პირობებში მსმენელთან შესახვედრად გზას იპოვის და შესაძლოა, მთელი მსოფლიოც მოიცვას.
ახალი სიმღერების გამოშვება და სოციალური მედიის აქტიურობა მიუთითებს, რომ აშოკ დარჯი აქტიურად აგრძელებს მუსიკალურ კარიერას და თავის ნიჭს წარმატებით იყენებს. ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ აშოკ დარჯი კვლავ თანამშრომლობს კომპოზიტორ, ტანკა ბუდათოკისთან, თუმცა მათი ურთიერთობის დეტალები დაზუსტებით არ არის ცნობილი.