ნატოში აშშ-ის ელჩი: აშშ-მა უკრაინისთვის ნატოს მიერ განხორციელებული შეიარაღების შესყიდვებიდან 6 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო

მეთიუ უიტაკერი

აშშ-ის „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ (PURL) პროგრამამ, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ ფინანსდება კიევისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების მიზნით, შეერთებულ შტატებს უკვე 6 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა, - განაცხადა ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა.

მან Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აშშ-მა პროგრამის ფარგლებში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო და მისი გაგრძელება იგეგმება.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ (PURL) ინიციატივა 2025 წლის 14 ივლისს წამოიწყეს.

ინიციატივის ფარგლებში ნატოს მოკავშირეები უკრაინისთვის იარაღს აშშ-ის სამხედრო მარაგებიდან ყიდულობენ.