„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
კიევისთვის Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემის სამზადისი დაწყებულია. ინფორმაციას Reuters-ი ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მეთაურზე, ალექსუს გრინკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოსთან ინტერვიუში ალიანსის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ცდილობენ უკრაინას საჰაერო თავდაცვითი სისტემები, რაც შეიძლება, სწრაფად მიაწოდონ და ამ მიზნით, გერმანიასთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„მომზადება სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ჩვენ Patriot-ის გადაცემის საკითხში ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გერმანელებთან“, - ციტირებს სააგენტო გრინკევიჩს.